ლევან ფერაძე - ექიმებთან ომის გამოცხადება ხელისუფლებას კარგად არ წაუვა, გნებავთ ომი? მიიღებთ!

ქირურგი ლევან ფერაძე აცხადებს, რომ იმ მედიკოსები, რომელთა დასკვნას ხელისუფლება "ფეიკს" უწოდებს, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები არიან და უამრავი სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი. 

"ის ექიმები, რომელთა დასკვნასაც ხელისუფლება "ფეიკს" უწოდებს, არის საქართველოს სამედიცინო ელიტა. მათ უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი, მათ შორის ამჟამინდელი ხელისუფლების და მათი შვილების. როგორ ბედავენ საერთოდ, ეს კობახიძე იქნება, თუ სხვა ნებისმიერი? ექიმებთან ომის გამოცხადება ხელისუფლებას კარგად არ წაუვა. გნებავთ ექიმებთან ომი? მიიღებთ! 

გამოდის მსოფლიოში აღიარებული მედიკოსი და გიხსნის, გელაპარაკება და შენ ბრიყვულად "ფეიკი", "მეიკი" რაღაც სიტყვებს აბრახუნებ. "ფეიკი" ის არის, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რაზე ლაპარაკობ და ენას არ აჩერებ", - აცხადებს "ტვ პირველთან" ლევან ფერაძე.

მისივე თქმით, უცხოელი მედიკოსები შეშფოთებული არიან მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. 

ამერიკელი კოლეგა დამიკავშირდა, თქვენ გაგიჟებული ხომ არ ხართო? მეუბნება, ამერიკაში ექიმი რომ გამოდის და ამბობს, შეშფოთებული ვარ, მეშინიაო, ყველა, პრეზიდენტიდან დაწყებული, ფეხზე დგებაო. ვინ ხართ თქვენ, კაცს გიკლავენო და მკვლელობის თანამონაწილეს გხდიანო და ვიღაც პოლიტიკოსებს თავები ფეოდალები ჰგონიათო.  ეს პოლიტიკოსები ხომ ჩვენ დავიქირავეთ, ჩვენი გადასახადებით ცხოვრობენ და მართლა ყველა ოცნება აისრულეს. ცოტა გონს მოეგონ!

მინდა, ხელისუფლებას მივმართო, არა ხვალ, არამედ დღესვე, გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკავშირდებიან ექიმები და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ კანცელარიის წინ ღია ცის ქვეშ შიმშილობა დაიწყონ", - განაცხადა ლევან ფერაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 49 დღეა, შიმშილობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები