საქართველოში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს

საქართველოში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. უკრაინელი ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი, რომელიც  უკრაინის ქართული ლეგიონის მეთაურთან მამუკა მამულაშვილთან ერთად ჩამოვიდა,  აეროპორტიდან უკან  გააბრუნეს.

ვლადიმერ ზოლკინი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომრეობის შესახებ მასალების მომზადებას გეგმავდა. 

უკრაინელი ბლოგერის თქმით, მას საქართველოში შემოსასვლელად ყველა დოკუმენტაცია მწყობრში ჰქონდა, თუმცა მესაზღვრეებმა მაინც უკან გააბრუნეს. 

"საქართველოს საზღვარზე საპასპორტო კონტროლი ვერ გავიარე, ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, ვაქცინაციის ბარათიც. მესაზღვრეებს ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი, ამასთან მათ ვაჩვენე უკრაინის საელჩოს აკრედიტაცია, რომ მქონოდა შესაძლებლობა საქართველოში არსებულ პროცესებს დავაკვირვებოდი. დაახლოებით 40 წუთი დამაყოვნეს შემდეგ კი, ისევ იმ თვითმფრინავში ჩამსვეს, რომლითაც ჩამოვფრინდი", - აცხადებს ვლადიმერ ზოლკინი ვიდეომიმართვაში, რომელიც თვითმფრინავიდან გაავრცელა. 

რაც შეეხება ქართული ლეგიონის მეთარის მამუკა მამულაშვილს, ის საქართველოში უკრაინის მოქალაქის პასპორტით შემოუშვეს. მამულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

"ჩემი ვიზიტი უკავშირდება იმას, რომ ჩვენთვის და საერთოდ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს საზღვარგარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესებში, რაც ხდება ჩვენს სამშობლოში. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მშვიდობიანად საპროტესტო აქციებს გვინდა დავუდგეთ გვერდით. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ იმასაც, რაც ყველა ქართველში იწვევს პროტესტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავებულია და ექცევიან ასე უდიერად. ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ღირებულებების გადათელვა და მე მგონია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა მამულაშვილმა.

ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ასევე არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი.

უახლესი ამბები