პენიტენციური სამსახური ციხის მთავარი ექიმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ციხის მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას შესახებ ბიოგრაფიულ ინფორმაციას და დიპლომის ფოტოს ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ მორიგი დისკრედიტაციული კამპანიის საპასუხოდ, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ  N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებლთა სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმს, მანანა ელეფტეროვას (დიპლომის აღების დროს იმყოფებოდა ყოფილი მეუღლის გვარზე - ჯიქურაშვილი) აქვს პროფესიულ საქმიანობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება, ასევე  გააჩნია შესაბამისი  კვალიფიკაციაც იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტით უზრუნველყოს ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მეთვალყურეობა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში   მანანა ელეფტეროვას მისამართით გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

გაცნობებთ, რომ მანანა ელეფტეროვა 1987 წლიდან 1991 წლამდე სწავლობდა ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სამკურნალო ფაკულტეტზე, ხოლო 1991 წლიდან სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმავე სპეციალობით, რომლის დასრულების შემდგომ - 1994 წელს, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ, მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია, სამკურნალო საქმის სპეციალობით (დიპლომის სარეგისტრაციო N20404; დიპლომი აუ N 010750).

1994 – 1995 წლებში გაიარა ინტერნატურა ამიერკავკასიის N367 ჰოსპიტლის ბაზაზე და მიიღო ექიმ-თერაპევტის კვალიფიკაცია.

ქ-ნ მანანას პენიტენციურ სისტემაში მუშაობის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება, მანამდე კი მუშაობდა შსს-ს შინაგანი ჯარების სამხედრო ჰოსპიტალში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2002 – 2010 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში ჯერ ექიმ-თერაპევტად, შემდგომ უფროსი ექიმის თანამდებობაზე;

2010 - 2013 წლებში მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის პოზიციაზე.

2014 – 2019 წლებში მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის N8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმად;

2020 – 2021 წლებში მუშაობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე - მთავარი ექიმის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, სადაც ახლაც აგრძელებს მუშაობას.

სისტემაში მუშაობის პერიოდში, მანანა ელეფტეროვა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, წახალისებულია 2002 წელს - მადლობის გამოცხადებითა და ფულადი ჯილდოს გამოყოფით, 2009 წელს - რანგის მომატებით; 2011 წელს - მადლობის გამოცხადებით, ხოლო 2014 წელს - სამინისტროს მედალიონით", - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

უახლესი ამბები