ხატია დეკანოიძე - შემდეგ ასეთ დარტყმას, ასეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს

ნუ ვეთამაშებით სიკვდილს, გადავიყვანოთ დაუყოვნებლივ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დეპატრამენტის #18 დაწესებულების რეანიმაციის პალატაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

დეკანოიძის თქმით, რომ არა შემთხვევით აღმოჩენილი რეანიმატოლოგი, შესაძლოა, დღევანდელი შემთხვევა გაცილებით ცუდად დასრულებულიყო. 

"ის არის ცუდად, რომ არ ყოფილიყო რეანიმატოლოგი, რომელიც იქ იყო შემთხვევით დღეს, მისი გადარჩენა პრაქტიკულად იქნებოდა შეუძლებელი. რეანიმატოლოგს როდესაც გავესაუბრეთ, მან თქვა რომ იყო მოცულობითი ტახიკარდია, მე ვერ ვერკვევი სამედიცინო ტერმინოლოგიაში, მაგრამ ძალიან მძიმე სურათია. შემდეგ ასეთ დარტყმას, ასეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს, მხოლოდ და მხოლოდ გადარჩა, რომ ეს ადამიანი იქ იმყოფებოდა და გაუწია პირველადი დახმარება რაც იყო აუცილებელი", - განაცხადა დეკანოიძემ. 

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, მას სამედიცინო დახმარება რეანიმატოლოგმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელმა გულიკო ქილიფთარმა გაუწია, რომელმაც განაცხადა, რომ დაწესებულებაში დღეს შემთხვევით იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები