დავით კირკიტაძე - სწორედ ახლაა დრო, რომ ქართველმა ხალხმა გააგებინოს და შეაგნებინოს თავისი სიტყვა ხელისუფლებას

მიზანმიმართულად გვიკლავენ პრეზიდენტს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომელიც მეექვსე დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სხვა დეპუტატებთან ერთად, პარლამენტში შიმშილობს. 

კირკიტაძე იმედოვნებს,  რომ ხალხს დღეს ხელისუფლების ამ ქმედებაზე შესაბამისი, არაძალადობრივი, თუმცა აქტიური რეაგირება იექნება. 

"ნუ უსმენთ "ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავებს,  ესენი არ წყვეტენ არაფერს, არიან ბოროტი დამკვეთის ბოროტი გამხმოვანებლები, ესენი არ უსმენენ ექიმებს, არ უსმენენ სახალხო დამცველს, არ უსმენენ არავის, პარლამენტის წევრებს. 

ხედავთ, პაატა ბურჭულაძე ამდენი ხანია შიმშილობს, ელენე რა მდგომარეობაშია, ჩვენ მეექვსე დღეა, ვშიმშილობთ და ბაჩუკი ქარდავა საერთოდ მშრალ შიმშილობაზე გადავიდა,  წყალს აღარ სვამს გუშინდელი დღის შემდეგ, ძალიან გვაშფოთებს ეს ყველაფერი.

სწორედ ახლაა დრო,  რომ ქართველმა ხალხმა გააგებინოს და შეაგნებინოს თავისი სიტყვა ხელისუფლებას, ამიტომ დღეს, ვისაც არ უნდა, რომ ეს ქვეყანა წავიდეს ისევ სიბნელეში, ვისაც არ უნდა,  რომ  მოგვიკლან პრეზიდენტი. ესენი მიზანმიმართულად გვიკლავენ პრეზიდენტს, ყველანი 3 საათზე უნდა გამოვიდეს. ხალხმა უნდა იმოქმედოს, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი, მაგრამ აქტიური ქმედებით, ქართველმა ხალხმა უნდა გააგებინოს, მართლა მკვლელებად ქვეულ, შურისძიებით დაბრმავებულ ხალხს, რომ არ შეიძლება ეს რაც ხდება ქვეყანაში, არის ძალიან ცუდი. 

იმედი მაქვს, ხალხმა, რომელსაც თავისი თავი მიანდო, თავისი ბედი და სიცოცხლე მიანდო მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც სურს, უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს, ეს ყველაფერი ასე გაატაროს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და სიმშილობის 50-ე დღეა. ის ამდრომდე გლდანის #18 დაწესებულებაში რჩება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები