დავით კირკიტაძე - ჩვენ შიმშილობას შევწყვეტთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დატოვებს გლდანის ციხეს

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის პროცესების ნორმალიზაციისკენ მიმართული, თუმცა, ახლა ჩვენ მათ ქმედებებს უნდა დაველოდოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ხელისუფლებას სჩვევია, რომ ერთ რამეს ამბობს და მერე გადათქვამს და არ ასრულებს, ასევე უნდა დაველოდოთ, რას იტყვიან მედიკოსები, მათ შორის ისინი, ვინც თვითონ ხელისუფლების მიერ შექმნილ კონსილიუმში არიან. ჩვენ დიდი ხნის წინ განვაცხადეთ და შევასრულებთ იმას, რომ არცერთ ჰოსპიტალთან აქციები არ გაიმართება და არ იქნება მსვლელობა. ჩვენი შიმშილობის აქტი შეწყდება იმ წუთიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებითა და ექიმების რეკომენდაციით დატოვებს გლდანის ციხეს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები