არმაზ ახვლედიანი - ამ სამი ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ ჯოჯოხეთი მოუწყვეს მიხეილ სააკაშვილს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ საქართველოს

იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც აქამდე  მოხდა, ეს არის დანაშაული, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი Front News-სთან აცხადებს. 

ვინ არის მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი და როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა ხალხმა ხელისუფლებას, - ამ საკითხებზე არმაზ ახვლედიანი Front News-ს ესაუბრა. 

იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება მოვლენები და საუბედუროდ, მოვლენების განვითარების ყველაზე დრამატულ სცენარს ვხედავ, რაც აქამდე  მოხდა, ეს არის დანაშაული, რომლის გამოც პასუხი უნდა აგოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, "ოცნების" ხელმძღვანელმა - კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა, სულ ცოტა ამ სამმა პირმა. მათ კისერზეა, მათი პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ ის, რომ ჯოჯოხეთი მოუწყვეს მიხეილ სააკაშვილს, არამედ ისიც, რომ ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ მთელ საქართველოს, საკუთარი ამბიციებისა და დანაშაულებრივი ზრახვების გამო. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ  ხელისუფლებამ ხალხს წაართვა არჩევანის უფლება, წაართვა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ყოველგვარი შანსი. უმთავრესი რაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ დღეს, ეს არის მტკიცე და უწყვეტი პროტესტით, ვიმეორებ უ წ ყ ვ ე ტ ი პროტესტით, ერთი მხრივ, ვაიძულოთ ეს თვითმარქვიები, რომ დაუყოვნებლივ, უახლოეს საათებში, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, გადარჩინონ მისი ჯერ კიდევ დარჩენილი სიცოცხლე.  ღმერთმა გადაარჩინოს, მაგრამ არის დიდი ალბათობა, რომ გახდეს მიჯაჭვული, დასნეულდეს, ისე რომ ფაქტობრივად, იყოს და აღარც იყოს, აი, ეს უნდა ამ მავნე "ოცნებას". ამიტომ ჩვენი უწყვეტი პროტესტით გავაგონოთ ჩვენი ხმა დასავლელ პარტნიორებს. იქ კარგად უნდა ესმოდეთ, მკაფიოდ, თუ ისინი დღეს საქართველოს დაკარგავენ, ისინი მას დაკარგავენ მრავალი ათეული წლით. 

- რამ შეიძლება ხელისუფლებას აზრი შეაცვლევინოს?

- უპირველესად გეტყვით, თუ ვინმე ოპოზიციიდან ამბობდა, რომ ჩვენ აღმოვჩნდებოდით ამ ჭაობში, ეს მე ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ,  არ იყო შესმენილი არც ერთი მხრიდან. მაგრამ ეს ცალკე თემაა. ერთადერთი,  რაზეც შეიძლება რეაგირებდეს "ქართული ოცნება", აღარც კი მინდა ვთქვა, რომ ის ქართულია, არაფერი ქართული, ცხადია, იქ აღარ არის, ეს არის დანაშაულებრივი ოცნება. რაზეც ის რეაგირებს, ეს არის ხალხის მტკიცე პროტესტი. 

მე არ გამოვრიცხავ პროტესტის არცერთ ფორმას, პირიქით,  მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ პროტესტი უნდა იყოს უკიდურესი, მე ვემხრობოდი დაუმორჩილებლობასაც საზოგადოების მხრიდან და ვაცხადებ, რომ ახლა დადგა დრო,  რომ ყველამ ახლა უნდა მივატოვოთ ყველა სხვა საქმე,  თუ ვფიქრობთ,  რომ საქართველოს ჭირისუფალი ვართ, უნდა ჩავერთოთ ამ უწყვეტ პროტესტში. იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად ჩვენ ვკარგავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის. 

ოცნების მზაკვრობას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ 2 რამ - შეუვალი პროტესტი ხალხის მხრიდან და დასავლეთის წერტილოვანი რეაგირება ამ  რუსულ ოცნებაზე - სხვა გზას მე ვერ ვხედავ.

- თქვენ იცნობთ ბიძინა ივანიშვილს, ის არანაირ კომენტარს არ აკეთებს, რით აიხსნება მისი ეს პოზიცია?

- ის არ ჩანს, მაგრამ ყველგან ის იგულისხმება, ყველგან და ყველაფერში, რა ხდებაც მისი ხელწერაა, ივანიშვილი არ ჩანს, მაგრამ პრემიერადწოდებული ღარიბაშვილი და საშინელი მმართველი, პარტის ხელმძღვანელად წოდებული კობახიძე, თუ რამეს და ვინმეს ითვალისწინებენ, ეს ივანიშვილია.  შესაბამისად, არაფორმალური მმართველობა გრძელდება, თავი არავინ  მოიტყუოს.  პასუხისმგებლობა სამართლებრივი,  პოლიტიკური და სამოქალაქო  უპირველესად არის ივანიშვილის, რომლის მხრებზეც, რომლის კისერზეცაა  დღეს საქართველოს ამ წუმპეში ყოფნა, ამ არარაობა მთავრობის თავმოხვევა საქართველოსთვის, არჩევნების გაუქმება და მიხეილ სააკაშვილის პირად მძევლად ყოფნა მისი წამება და არაადამიანურ პირობებში ყოფნა, ასე რომ , ივანიშვილი ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, მას შეუძლია დღესაც,  ახლა გამოვიდეს და თქვას, რომ ბოდიშს იხდის ამ გაუგებრობის გამო...  სხვანაირად ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ვერც ერთი მისი ამ შავრაზმული დაჯგუფების წარმომადგენელი. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა  ვერც სხვა,  ვინც ახლა ჩუმადაა და ფიქრობს, თუ ხმას არ ამიოიღებს, ეპატიება... დღეს ნელთბილობა არის დანაშაული, გულგრილობა კლავს სააკაშვილს და ქართულ იდეას. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები