უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 92 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

მისივე თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს, მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით. 

დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მასშტაბურმა წვრთნებმა აჩვენა, რომ რუსეთს ერთდროულად 3 500-მდე მედესანტეს და სპეციალური ძალების ჯარისკაცის გადმოსხმა შეუძლია. მისი თქმით, თავდასხმა, რომელსაც რუსეთი ამზადებს დონბასის ომთან შედარებით, უფრო გამანადგურებელი იქნება.

ბუდანოვის თქმით, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთთან ღია ომს აწარმოებს და ამიტომ დროულ დახმარებას საჭიროებს. მისი განცხადებით, დასავლეთს ძალუძს რუსეთის შეკავება დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოჩენით, ასევე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდით, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების და რუსული აქტივების ჩამორთმევის და გაყინვის გზით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები