პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

"ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ., 1957 წელს დაბადებული ზ. ლ., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ., 1966 წელს დაბადებული ზ.პ., 1994 წელს დაბადებული ლ. ა., 1960 წელს დაბადებული ზ. თ., 1976 წელს დაბადებული ი.ლ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ს., 1993 წელს დაბადებული ა.ხ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ.

დანაშაულები თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა.

კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს. კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, "ტტ"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.მ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების დროს შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება, 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ვ.-ს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ა.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა .
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ თელავში, 1957 წელს დაბადებული ზ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთის პოლიციის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული ა.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ-1" -ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1971 წელს დაბადებული ა. ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.თ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1966 წელს დაბადებული ზ.პ.-ის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა ამოიღეს, ხოლო 1976 წელს დაბადებული ი.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია: “ტიგრის” და “ტოზის” მოდელების შაშხანები, 5 მჭიდი, 61 საბრძოლო ვაზნა და აკუსტიკური პისტოლეტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ა.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი დაკავებულის - 1994 წელს დაბადებული ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 193 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.