საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ელჩების მოსმენას აგრძელებს. დღეს კომიტეტის წევრებმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს მოუსმინა.

"თქვენი მობრძანება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პოლიტიკური ურთიერთობისა და სტრატეგიული თანამშრომლობისა“, - განაცხადა სხდომის გახსნისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, არაღიარების პოლიტიკაში გატარებული ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს დახმარებას განსაკუთრებით, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, ე.წ. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის  არაღიარების პოლიტიკის გატარებაში თქვენს მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა ქვეყნებთან, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს მსგავსი ღირებულებები და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო ინტერესები აკავშირებს. 

"დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ბრიტანეთმა საკვანძო როლი ითამაშა საქართველოს განვითარების პროცესში და თქვენ, კვლავ აგრძელებთ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას, რომელიც მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან განმკლავებას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, რისკების მართვას და კიბერ უსაფრთხოებას. მსურს დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობები და კავშირები ასეთი ახლო არასოდეს ყოფილა. დასაფასებელია გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მუდმივი რეფორმების განხორციელებაში დახმარებას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დიდი ბრიტანეთი აღიარებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მან ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გასწია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, ასევე საგულისხმოა, დიდი ბრიტანეთის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ფინანსური და ადამიანური რესურსების კუთხითაც. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმებას.

"აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო ზრდის იმ არეალს და ეფექტურობას, რომელიც ჩვენ გვაქვს სტრატეგიული და პოლიტიკური დიალოგის წარმოების კუთხით, როგორც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე საშინაო რეფორმების მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი ელემენტები არის როგორც პოლიტიკური თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები ასევე, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რაც თავმოყრილია უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელიც უნიკალური სივრცეა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყნებმა არსებული პროგრესი განიხილონ და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრონ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ უორდროპის დიალოგის საპარლამენტო განზომილების  უფრო მეტად გააქტიურება.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ასევე მოიცავს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და უზრუნველყოფს არსებული ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების ბაზას შემდგომი გაფართოებისთვის.

"საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად აითვისოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ ეს რეჟიმი გვაძლევს. ამ პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოუთმენლად ველით საქართველოში ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლის დანიშვნას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს არსებული ეკონომიკური კავშირები და მაქსიმალურად გაიზარდოს ორმხრივი ვაჭრობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, კლიმატის ცვლილების საფრთხეების თავიდან აცილების საქმეში ბრიტანეთის წვლილი აღნიშნა.

„გაერთიანებულმა სამეფომ დაგვანახა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად, საერთაშორისო დონეზე გასატარებელი ზომების აუცილებლობა. ქალაქ გლაზგოში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარება წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს პრეზიდენტობის ძალიან დაუღალავი შრომის შედეგს. ჩვენ მოუთმენლად ველით სამიტის შედეგების განხორცილებას და მიგვაჩნია, რომ ჩვენი კოლექტიური წვლილის საშუალებით შევქმნით უფრო მწვანე, ძლიერ და უსაფრთხო გარემოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ბრიტანეთი გააგრძელებენ არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას და მის გაფართოებას.

"ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ, საქართველოს პარლამენტი და ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ არა მხოლოდ კომიტეტის, არა მხოლოდ უმრავლესობის არამედ, ოპოზიციის სახელითაც. მე თავს ნებას მივცემ რომ მათი სახელითაც გესაუბროთ იმიტომ, რომ ვიცი მათი მხრიდან ამას წინააღმდეგობა არ ექნება. ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ საპარლამენტო განზომილება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები