ჭიათურის ადმინისტრაციულ ერთეულებში "მიღების დღე“ დაწესდა

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები და სოფლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გივი მოდებაძემ რწმუნებულებისგან ის საჭიროებები მოისმინა, რაც სოფლებში დღეისთვის მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს შესაბამისი დავალებები მისცა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურისგან მოისმინა ინფორმაცია კორონოვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის აუცილებლობაზე და დაავალა რწმუნებულებთან და მერიის სამსახურებთან ერთად, ვაქცინაციისთვის სოფლებში ხანდაზმულებს ბრიგადები ადგილზე მოემსახურონ.

მერმა რწმუნებულებს განუცხადა,რომ მათი ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური კომუნიკაცია სოფლის მოსახლეობასთან, მათზე ზრუნვა და ყველა პრობლების გადაწყვეტა.

“თქვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს ხალხი და უფრო მეტი უნდა გააკეთოთ მათთვის. ვიცი, მოსახლეობას არ აქვს თქვენთან შეხვედრის პრობლემა, თუმცა, მეტი კომუნიკაციის მიზნით, კვირაში ერთხელ დააწესეთ „მიღების დღე“,რომელსაც ხშირად მეც დავესწრები“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

უახლესი ამბები