ბულგარეთში არჩევნებში იმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი იმარჯვებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დროებითი ოკუპირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორია უწოდა.

წინასწარი მონაცემებით, რადევს ხმების დაახლოებით 66% აქვს, მის მთავარ ოპონენტს ანასტას გერჯიკოვს კი - დაახლოებით 32%.

ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 32% შეადგინა, რაც ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

რადევმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, მისმა გამარჯვებამ აჩვენა, რომ ბულგარეთში დემოკრატიული პროცესი მუშაობს.

გერჯიკოვმა კი დამარცხება აღიარა და რუმენ რადევს გამარჯვება მიულოცა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამართულ დებატებში განაცხადა, რომ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების არაეფექტურობაზე ისაუბრა. 

უახლესი ამბები