გიორგი კირთაძე - ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას

ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას, - ამის შესახებ ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური საკრებულო დაშალოს, რისთვისაც  ხელახალი არჩევნების ჩატარებას გეგმავს. 

"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო, ოღონდ ამასთან ერთად, მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი: ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, კანონის, მორალის და სამართლიანობის გარეშე მიაღებინონ 2022 წლის ბიუჯეტი.

ზეგ ჩატარდება ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც მიიღებს 2022 წლის ბიუჯეტს და წავა სახლში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას", - აცხადებს კირთაძე.

2021 წლის არჩევნების შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაკარგა.

უახლესი ამბები