ხატია დეკანოიძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეჟიმმა ვეღარ შეძლოს ადამიანების დაშანტაჟება

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ  რეჟიმმა ვეღარ შეძლოს ადამიანების დაშანტაჟება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ჩადენილ ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტს, რაშიც ოპოზიციის ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს ხელისუფლებასთან დაკავშირები პირები არიან მხილებული.  

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია ითხოვს დეპუტატის გარდაცვალების ფაქტზე საქმის აღძვრასა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას. 

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონკრეტულად ის ადამინები, ვინც დღეს ამხილეს ჩემმა  მეგობრებმა, აუცილებლად მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო, დაუყოვნებლივ საგამოძიებო ორგანოების მიერ მხილებული იქნეს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა შანტაჟსა და მოსყიდვაში. დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება ყველა იმ ინსტიტუტის მიერ, რომელსაც ევალება, რომ გამოიძიოს, დაადგინოს და მოიკვლიოს ის ყველაფერი, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ საქმის გამოძიება მოხდება, თუმცა  მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე ოპოზიციას რეაგირება ქონდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები