გერმანიაში ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს

გერმანიაში, "მეოთხე ტალღის“ გააქტიურების ფონზე, ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, მთავარი პრობლემა კი შესაბამისი კადრების დეფიციტია. 

ექიმებს, ყოველ დილას, 06:00 საათზე უწევთ სამსახურში გამოცხადება. სამსახურში მისვლისთანავე კი ახალ პაციენტებს იღებენ იმ პალატებში, რომლებიც წინა დღით სხვა ადამიანებს ეკავათ და სხვადასხვა კოვიდგართულების გამო გარდაიცვალნენ. ზოგიერთ ჰოსპიტალში კი სიტუაცია იმდენად დრამატულად ვითარდება, რომ ექიმები პაციენტების მოსათავსებლად სასწრაფო დახმარების ურიკებს იყენებენ.  

არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 6300 საავადმყოფოს საწოლის დეფიციტი აქვს. საწოლფონდის ამოწურვის შესახებ სპეციალური განცხადება უკვე გააკეთა ქვეყანაში არსებულმა 50-მა სამკურნალო დაწესებულებამ. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი ქვეყნის სამხრეთში - ბავარიასა და ბადენ-ვურტემბურგში ფიქსირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საწოლფონდის შევსების შესაძლებლობა გააჩნია, საავადმყოფოები, შესაბამისი კადრების დეფიციტის გამო, მაინც თავს იკავებენ საწოლების დამატებისგან. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობაში უკვე რამდენიმე დღეა, კოვიდრეგულაციების გამკაცრების თაობაზე მსჯელობენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე ვერ გადაიდგა, რადგან ანგელა მერკელი თანამდებობის დასატოვებლად ემზადება, ხოლო მთავრობა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. 

წყარო: https://www.dw.com/en/covid-in-germany-icu-staff-pushed-to-their-limits-and-beyond/a-59898394

მსგავსი სიახლეები