ეკატერინე ტიკარაძე - ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია და  ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, რომ მან უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა.

"პაციენტი დღესღეობით მკურნალობს თერაპიულ საწოლზე, თერაპიული კოდით. ჩვენს ექიმებს აქვთ სრული გამოცდილება იმის, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებითი პროტოკოლი, რომელიც არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობლი და ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დღეს არის ჩვენგან რეკომენდირებული გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს.

მისი მდგომარეობა დღესდღეობით არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი. პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა. ექიმების რეკომენდაცია ხშირად არაერთგვაროვანია. არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და იღებენ გარკვეულ გდაწყვეტილებას, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პროცესში და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავთ პაციენტი ნანახი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები