ბექა ბასილაია - ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს

ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, - ამის შესახებ  მიხეილ საკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალზთან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ  განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავის აქტიურობით ხელისუფელებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიაღებინოს. 

"ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს.  აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის აქტიურობას, ქართველის ხალხის პროტესტს. ამ პროტესტის ფონზე ხელისუფლებას მოუწევს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება. ქართველის ხალხის აქტიურობა არის საფუძველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების"-განაცხადა ბასილაიამ. 

მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტის საინიციატივო ჯგუფში შევა ის ხალხი, ვინც ასევე აქტიურად იყო ჩართული  ექსპრეზიდენტის სიცოხლის გადარჩენის პროცესში. 

როგორც ადვოკატმა განაცხადა,  გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის  შემდეგ  მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება დეპუტატებს არ ეძლევათ, რაც იზოლაციის მცდელობაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები