ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი გუნდისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ქალების საქმე

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. 

მეზვრიშვილი მადლობას უხდის იმ სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც ამ ბრძოლაში წვლილი შეიტანა. 

"დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში წვლილი შეიტანა - სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, საერთაშორისო პარტნიორებს. 

დიდი პროგრესის მიუხედავად, ეს ბრძოლა დასრულებული არ არის. ეს ბრძოლა გრძელდება მთავარი პასუხისმგებლობით პირველ რიგში სახელმწიფოზე, ვინაიდან დროული რეაგირება აზღვევს ძალადობის და მისი განმეორების რისკებს.

პასუხისმგებლობა არის ჩვენზეც - ძალადობის წინააღმდეგ ვიბრძოდით ხელისუფლებიდან, დღეს ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ოპოზიციიდან. ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ქალების საქმე.
პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არის თითოეულ მოქალაქეზე - ძალადობის შესახებ შეტყობინება და ძალადობის დაგმობა, ახდენს ძალადობის პრევენციას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ, ერთად ავიმაღლოთ ხმა და ღიად დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა", - წერს მეზვრიშვილი

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები