ოპოზიციის წარმომადგენლებს ბათუმის საკრებულო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ხმაური და დაპირისპირებაა ბათუმის საკრებულოში, სადაც ოპოზიცია დღის წესრიგიდან  2022 წლის ბიუჯეტის განხილვის საკითხის ამოღებას ითხოვს. 

მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საკრებულოს ახალი წევრები სამართალდამცველებმა ჯერ ბიუროს სხდომიდან, შემდეგ კი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. 

ბათუმის საკრებულო ძველი შემადგენლობით 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას გეგმავს. "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, უსამართლობაა, ძველი მოწვევის საკრებულომ მიიღოს ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი, როდესაც ამომრჩეველმა ხმა ოპოზიციურ საკრებულოს მისცა. 

"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ყველაფერი კანონის დაცვით ხდება, მათ აქვთ ბიუჯეტის მიღების უფლება ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამას გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები