ნიკოლოზ ყიფშიძე - სრული იზოლაცია ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის

სრული იზოლაცია ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ.

"სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მის ჯანმრთელობისთვის, რაღაც ბალანსი უნდა იყოს. მას  ნახულობენ ექიმები, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისი ნახვაც უნდა, ვისთანაც უნდა ლაპარაკი, ის პრაქტიკულად ვერავის ხედავს.  არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს. რადგან ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი ექიმია და ოჯახის წევრი ოჯახის წევრია. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, რომ შესაძლებლობა აქვს, ნახოს ეს ხალხი, მაგრამ მას ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან“, – განაცხადა ყიფშიძემ.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის, თუმცა კიდევ არის სხვა პრობლემა, რომელმაც შესაძლოა, თავი შემდეგ იჩინოს. 

"ნეიროფსიქოლოგების კონსულტაცია არის აუცილებელია, მაგრამ ცენტრი „ემპათიას“ წარმომადგენლები ვერაფრით ვერ მოხვდნენ ჰოსპიტალში, იმედია, ხვალ მაინც შეძლებენ“, – აღნიშნა ყიფშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები