ნიკა გვარამია - ივანიშვილის პირადი ცენზორები და თავისუფალი სიტყვის ჯალათები აუცილებლად აგებენ პასუხს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ 112 ათას ლარიან ჯარიმას არ გადაიხდის და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მისივე თქმით, ხვალიდან, "მთავარი არხის" ეთერში გავა კლიპი მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებზე, სახელწოდებით: "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს".

"გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა და მიიღო უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 ათასი ლარი. აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც ჩვენ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუ გახსოვთ, მაშინ შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის საუბარი იყო, ახლა უკვე ამ ორ კლიპთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. უფრო სწოად, მანამდე მიიღეს, "გაათავისუფლე მიშას" გამო გადაწყვეტილება, მიმართეს სასამართლოს და სასამართლომ უარი თქვა. ხვალ 14:00 საათზე პროცესია ჩანიშნული ამ მიშას კლიპებთან დაკავშირებით. 

დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2 კლიპის გამო. პირველი - "სირცხვილიას" კლიპი, არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილ იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, "კლავს". ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომლებიც სააკაშვილზე საუბრობდნენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე.

აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ, წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევის მიზნით მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ესეც შეიძლება ჩაითვალოს. მე ვკითხულობ - ვისი არჩევის ან რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ. ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო ახლა ეს. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, ფორმალურადაც და მატერიალურადაც, აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სამოქალაქო და სარედაქციო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. 

ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ ივანიშვილის პირად ცენზორებს და თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მთავარი ჯალათი არის ეს კაცი, რა თქმა უნდა, თავისი კორუფციული სქემებით და არაერთხელ ვამხილეთ, ეს არის კახა ბექაური, შემდეგი, ეს არის ვახტანგ აბაშიძე, რომელიც ვითომ გვიღიმის და არაფრით არ განსხვავდება ამ შავბნელი ხალხისგან და მესამე არის ეკატერინე იმედაშვილი... ესეც არის ჯალათი თავისუფალი სიტყვის და ცენზორი. 

ახლა მე ვკითხულობ - ხვალიდან ჩვენთან გავა კლიპი ამ ადამიანებზე, "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". ესეც პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვლება? ძალიან მაინტერესებს, ეს სამი ადამიანი გამოიტანს საკუთარ თავზე გადაწყვეტილებას, რომ ეს პოლიტიკური რეკლამაა?

გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას გავუშვებთ ხვალ ყველა შემთხვევაში. ისვეე როგორც არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ ტესტს", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმაა არასამთავრობო სექტორზე.

"თქვენი შეზღუდვაა, მედიაში პრაქტიკულად ვეღარ გამოჩნდება ვერაფერი, სადაც რომელიმე პირს ან კორუფციაზე, ან სასამართლო კლანზე, ან ხელისუფლების მითვისებაზე, ან არჩევნების გაყალბებაზე საუბრებით, ვერაფერი ვერსად განთავსდება ვერც ერთ არხზე", - აცხადებს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართავს და განმარტავს, რა პრობლემები ექმნებათ მათ ასეთი პრეცედენტით.

"მაგალითად, ოპოზიციური პარტიის მიტინგის დაანონსება და დროის განმარტება, როდის იქნება, რა ლოკაციაზე და ა.შ. რაც აბსოლუტურად არ წარმოადგენ პოლიტიკურ რეკლამას, არამედ საინფორმაციო დატვირთვა აქვს, ესეც აკრძალული გვაქვს. ანუ, თქვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებს თქვენი შეკრების დროის, ლოკაციის და ა.შ. რაც აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა და არ წარმოადგენს წინასაარჩევნო რეკლამას, მითუმეტეს არასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

ამასთან, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სხვა ტელევიზიებსაც მიმართავს.

"ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში დგომის იმედი. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს აქლემი თქვენს კარებთანაც დაიჩოქებს და ვიცით, რომ არაერთხელ გამხდარხართ მსხვერპლი ამ ყველაფრის, მაგრამ ეს უკვე უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს მთავრი არხის წინააღმდეგ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღევანელი სანქცია არის ყველაზე მაღალი რაც კი შეიძლებოდა კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიისთვის დაეკისრებინა და ამის ზევით რჩება მხოლოდ ერთი - მაუწყებლობის უფლების შეჩერება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები