იური ლუცენკო - ჩემთვის ეს უზარმაზარი შოკი იყო და სააკაშვილის ახალი სახე გამოვლინდა, როგორც ადამიანისა, რომელიც არის უმადური, არაკეთილშობილი

2005-2010 წლებში, როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები მქონდა ვანო მერაბიშვილთან, რომელსაც მე დღესაც მეგობრად ვთვლი. რა თქმა უნდა, მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი მიხეილ სააკაშვილს და მას ჩვენი ქვეყნის მეგობრად ვთვლიდი, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

"ზუსტად ამიტომაც, თქვენ შეგიძლიათ ჩაწვდეთ ჩემი აღშფოთების სიღრმეს, როდესაც მივიღეთ აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ჩვენს ქვეყანაში მოწვეულმა სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან და თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურებოდა მას შემდეგ, რაც დაემხობოდა ხელისუფლება. გარდა ამ საუბრებისა, ჩვენ დავაფიქსირეთ თვითონ თანხის გადაცემა, რომელიც უკრაინაში შუამავლებმა ჩაიტანეს. ეს თანხა არჩეული ხელისუფლების დასამხობად იქნებოდა გამოყენებული. ამ დროს უკრაინა რუსეთს ეომებოდა. ჩემთვის ეს უზარმაზარი შოკი იყო და სააკაშვილის ახალი სახე გამოვლინდა, როგორც ადამიანისა, რომელიც არის უმადური, არაკეთილშობილი, რომელიც საკუთარი ამბიციების გამო, უკვე მეორე სამშობლოს უღალატებდა“, - განაცხადა ლუცენკომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები