აჭარის უმაღლეს საბჭოსთან პოლიციაა მობილიზებული

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

სამართალდამცველები შენობაში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს წევრები არიან. 

უმაღლესი საბჭოს შენობაში ბათუმის საკრებულოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ამის საშუალებას არ მისცემენ. 

ადგილზე დაძაბული ვითარებაა. დილიდან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

უახლესი ამბები