თენგიზ ცერცვაძე - არცერთ სავაჭრო ობიექტში არცერთი ადამიანი არ უნდა დაიშვას პირბადის გარეშე

დღეს ე.წ. შავი პარასკევია. ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას, მაღალი მობილობის გამო, სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში, რეგულაციების ორმაგად დაცვისკენ მოუწოდებს.

"მთელ მსოფლიოში, დღევანდელი დღე ფასდაკლების დღედაა ცნობილი. შესაბამისად, აღინიშნება მობილობის მომატება. მოსახლეობა მკაცრად უნდა გავაფრთხილო, რომ გააორმაგოს რეგულაციების დაცვა. კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევებში, პირბადეების ტარება. არცერთ სავაჭრო ობიექტში არცერთი ადამიანი არ უნდა დაიშვას პირბადის გარეშე“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 826 714 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 768 559, გარდაიცვალა 11736 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები