პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კიდევ ორ კანდიდატს - ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრება. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გამორჩეულია თავისი ღიაობით.

"რაც შეეხება მიმდინარე პროცესის გამჭირვალობას, იმას, რომ საზოგადოება  კარგად ხედავდეს რა კრიტერიუმებით, რა პრინციპებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ვინ იმსახურებს და ვინ  არ იმსახურებს  განწესებას უზენაეს სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ არამც თუ უნაკლო პროცესია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ამით გამორჩეულია საქართველოს სისტემა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფარენტული და ყველაზე ღიაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.

შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს  „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“ - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში, - 33 წუთი.

გასაუბრების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა არასაპარლამენტო სუბიექტებსაც აქვთ და მათ  თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, ჯამში,  75 წუთი აქვთ.  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს  ნინო სანდოძისა და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურები  2021 წლის 15 ნოემბერს წარუდგინა.

უახლესი ამბები