ბათუმის საკრებულოში მძაფრი სუნის დგას, რის გამოც ფანჯრები გააღეს და დეპუტატები აივანზე არიან გასული. ადამიანები აივანზე ფანჯრიდანაც კი გადმოდიან.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის მირდატ ქამადაძის განცხადებით, მძაფრი სუნის მქონე სითხე საკრებულოში მან დაღვარა, ის შენობიდან ძალიას გამოყენებით გამოიყვანეს.
საკრებულოს შენობაში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. შენობაში და მის მიმდებარედ უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციელია მობილიზებული.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აცხადებენ, ბათუმში ნიკა მელიას ჩასვლას ელოდებიან.