ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოებთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ბათუმსა და ზუგდიდში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება დაკავებებისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ამ დროისათვის ზუგდიდში 2 აქტივისტია დაკავებული, ანალოგიური ვითარებაა ბათუმშიც,  აქაც რამდენიმე აქტივისტია დაკავებული. 

ზუგდიდში დაკავებულია ასევე ახალი საკრებულოს წევრი დათო ფიფია, რომელიც ასფალტზე პულივიზატორით წარწერების გაკეთებას  ცდილობდა.  

როგორც ცნობილია, ბათუმში დაკავებულია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სხვა დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არაა. ვითარება ორივე ქალაქში უკიდურესად დაძაბულია.

უახლესი ამბები