პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ იქმნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა, ფრაქციას „ლელო პარტნიორობისთვის“ გამოაკლდა ერთი წევრი. რეგლამენტით განსაზღვრული 7 დღის ვადაში არ მომხდარა ფრაქციის შევსება ახალი წევრით, შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა. 

"ლელოს“ პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა - ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“, აქვე წარდგენილია შესაბამისი წესდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა ცნობად მიიღო ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი, რის შესახებაც შესაბამისი დასკვნა წარედგინება ბიუროს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები