კომუნიკაციების კომისიასთან საპროტესტო აქცია იმართება

კომუნიკაციების კომისიასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი სოლიდური თანხით "მთავარი არხის" დაჯარიმებას აპროტესტებენ და კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის გადადგომას მოითხოვენ. 

"სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ასევე იმყოფებიან "შეცვალეს", "ლელოს",   "დროას" , "გირჩი - მეტი თავისუფლებისათვის" და  "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.  

"ყველა ერთად ვართ პროტესტში, რომელიც გამოიწვია მარეგულირებელი კომისიის მორიგმა უკანონო, ამორალურმა და უკანონო გადაწყვეტილებამ. "მთავარის" დაჯარიმებით შექმნეს პრეცედენტი, შეგვზღუდეს სამოქალქო აქტივისტები, შეზღუდეს ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყანაში ავტოკრატიის გაძლიერებისათვის. ჩვენ აქ მივედით 6 საათზე, როდესაც სამუშაო საათები დასრულებულია, თუმცა ხედავთ პოლიციელების რაოდენობას, რომელიც იცავს ცარიელ შენობას", - განაცხადა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა  ნოდარ რუხაძემ. 

"მთავარი არხი" 3 პოლიტიკური რეკლამის გამო 112 ათასი ლარით დააჯარიმეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები