პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორ კანდიდატს - ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრა. 

ნინო სანდოძეს მოსამართლედ მუშაობის თითქმის თექვსმეტწლიანი გამოცდილება აქვს. 2018 წლიდან  დღემდე, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ არის განწესებული.

თეა ძიმისტარაშვილს მოსამართლედ მუშაობის თოთხმეტწლიანი გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღეს: ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების -  „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“, ასევე, პარლამენტის უფრაქციო წევრებმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეკითხვები, ასევე დაუსვეს  არასაპარლამენტო სუბიექტების  - ადვოკატთა ასოციაციის,  იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების -  „დემოკრატიის ინდექსი“ და  დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენლებმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ გასაუბრების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართა და ყველა შესაბამის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, რის საფუძველზეც  კომიტეტი  შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„2019 წლამდე არ არსებობდა პროცედურა, რის მიხედვითაც უნდა წარმართულიყო გასაუბრება. პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხდებოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენა ისე, რომ არავინ  იცოდა რა კრიტერიუმებზე დაყრდნობთ მოხდა მათი შერჩევა, ან საერთოდ ჩატარდა თუ არა გასაუბრება და რატომ მიიღო პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება. დღეს საზოგადობას აქვს სრული შესაძლებლობა  მონიტორინგი გაუწიოს ვინ არის წარდგენილი კანდიდატად, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რა კითხვები დაისვა და რაც მთავარია, როგორია შესაბამისი კანდიდატის პასუხები“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გუშინ დაიწყო. ორი დღის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხ კანდიდატს -  გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრნენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უახლესი ამბები