გიორგი კირთაძე - როგორ შეიძლება დავით რიჟვაძემ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს საკუთარი თავის წინააღმდეგ?

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე საკრებულოს მაჟორიტარის წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე მივიდა. 

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა მისი თქმით, ვიდრე  დავით რიჟვაძე თანამდებობაზე რჩება, ძიება ობიექტურად ვერ წარიმართება. 

"ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბოლომდე ვითანამშრომლო გამოძიებასთან, მე და ჩემმა მეგობრებმაც ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, მაგრამ არ გვაქვს ამ გამოძიების იმედი. როგორ შეიძლება დავით რიჟვაძემ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს საკუთარი თავის წინააღმდეგ? ამიტომ დავით რიჟვაძის უფლებამოსილება უნდა შეჩერდეს მინიმუმ საწყის ეტაპზე, თუ გვინდა, რომ ოდნავ მაინც ნდობა გაჩნდეს გამოძიების მიმართ", - განაცხადა  კირთაძემ. 

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გამოკითხვაზე ერთხელ უკვე იმყოფებოდა.

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობის  ამსახველი აუდიოჩანაწერი გასაჯაროვდა. ოპოზიციის წევრები დეპუტატის მიმართ ზეწოლის ორგანიზებაში აჭარის მთავრობის მეთაურს თორნიკე რიჟვაძესა და მის მამას, პოლიციის მაღალჩინოსანს დავით რიჟვაძეს ადანაშაულებენ, რომელთა დავალებით დანაშაულებრივ ფაქტში ყოფილი ძალოვნები ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები