მამუკა ახვლედიანი - იმ დროს დაელოდებიან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დასუსტდება და მაშინ მოხდება საბოლოოდ მისი გასამართლება

ხელისუფლება შეეცდება, სასამართლო პროცესი დროში გაწელოს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შეაგუოს საზოგადოებას, -  ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლება დაელოდება პოლიტიკური მუხტის დაწევას. 

"ძალიან რთული პროცესი იქნება წინ. ხელისუფლება შეეცდება სასამართლო პროცესი დროში გაწელოს,  რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შეაგუოს საზოგადოებას. იმ დროს დაელოდებიან, როდესაც პოლიტიკურად დასუსტდება და იმ დროს მოხდება საბოლოოდ მისი გასამართლება",  - განაცხადა ახვლედიანმა. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის ლია ორკოდაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე და აღნიშნა, რომ ეს უფრო მოსამართლის მცდელობა იყო, რომ "სწორად მიაწოდოს" თავი საზოგადოებას, თუმცა აღნიშნავს, რომ სისტემა სწორედ ასეთი ავტორიტეტული მოსამართლეებით ცდილობს არსებული პრობლემების გადაფარვას.

ახვლედიანის თქმით, ცალკეული მოსამართლეები ასეთი კატეგორიის საქმეებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებენ. 

"პრობლემა არ არის მხოლოდ მოსამართლეებში, სისტემაა ისე აწყობილი, როგორ კარგადაც უნდა ისაუბროს ცალკეულმა მოსამართლემ, ძალიან რთულია ამ კატეგორიის საქმეებში... შესაძლოა,  ქალბატონმა ლიამ, მე მასზე  ნამდვილად კარგი შეხედულების ვარ როგორც მოსამართლეზე, დიდი ხნის განმავლობაში მიმუშავნია მასთან ერთად და ვურჩევ, ნუ გადაეფარება სხვებსაც და ნუ იტყვის, რომ აქ არაფერი ხდება და სასამართლოში ყველაფერი წესრიგშია. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა მოსამართლეების", - განაცხადა ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები