გიორგი კირთაძე - ვითხოვთ შეხვედრას მეგობარი ქვეყნების ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან

ბათუმში ოპოზიციის ლიდერები ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ.

"ჯერ კიდევ 5 ნოემბერს, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლის, მოსყიდვისა და შანტაჟის მცდელობები. ვთქვით რომ გვქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია, არანაირი გამოძიება არ დაიწყო. 24 ნოემბერს უკვე გავასაჯაროვეთ შესაბამისი მტკიცებულებები სადაც ნათლად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაული. ამ დრომდე გამოკითხვაზე მაგალითად მე ორჯერ ვიყავი და ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრია მხოლოდ დაბარებული.

ჩანაწერებში კარგად ჩანს და იდენტიფიცირებულია ის ადამიანები, ვინც ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ახორციელებდა. თუმცა აქამდე მათი დაკითხვა ჯერ კიდევ არ მომხდარა. გაუგონარ რამესთან გვაქვს ბათუმში საქმე. იმის ფონზე, როდესაც ტოტალურად გაყალბდა არჩევნების მეორე ტური ბათუმში და ჩვენ ამის შესაბამისი მტკიცებულებები გამოვაქვეყნეთ. როდესაც დაგვიანონსა პარტიის ხელმძღვანელმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ზეწოლა პარტიის არჩეულ წევრებზე და ეს განახორციელეს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს ბატონი ნუგზარი ფუტკარაძე არ არის ჩვენთან ერთად.

იმის ფონზე, როდესაც ამ გამოძიებას ახლაც ხელმძღვანელობს მთავარი ბრადლებული ამ საქმეში, თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, რომელიც ამ დრომდე ინარჩუნებს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, იმის ფონზე, როდესაც ხელის გადაგრეხვით, ათასი პოლიციელის დახმარებით, ვადაგასულმა საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი, ჩვენ ვართ გამოუვალ მდგომარეობაში.მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან, ჩავა აუცილებლად თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუმენტალურად, პირადად ავუხსნათ, რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარ საელჩოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მოახერხონ ჩვენთან შეხვედრა, რათა ფაქტებით ავუხსნათ რასთან გვაქვს საქმე", -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ.

ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები