ბათუმის "დინამო“ ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა

ისტორიაში პირველად, ბათუმის "დინამო“ საქართველოს ჩემპიონია. გია გეგუჩაძის გუნდმა ტიტული ისე მოიპოვა, რომ თავად 35-ე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

ჩემპიონის ბედი „სამტრედიისა“ და თბილისის "დინამოს“ შეხვედრისას გადაწყდა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.

35 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 67 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, ბათუმის „დინამოს“ (71) ვეღარ დაეწევა, "სამტრედიამ“ (20) კი ლიგაში დარჩენის შანსი სამი ტურით ადრე დაკარგა და მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს.