ბორჯომში, თორის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში, თორის ქუჩაზე # 36-40-ში, 36 მ სიგრძის და 6 მ სიმაღლის რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო.

"თორის ქუჩაზე საყრდენი კედლის დაზიანება მოსახლეობისთვის გარკვეულ პრობლემას ქმნიდა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეწყო კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რათა ამ ადგილის მიმდებარედ მოქალაქეების გადაადგილება იყოს უსაფრთხო", - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 247 918 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები