იან კელი - აშშ-ს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია დახმარების შეჩერება

ჩვენ საკმაოდ დიდი ფული ჩავდეთ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის პროცესებში  - ამის შესახებ  საქართველში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩმა იან კელიმ  განაცხადა. 

მისი თქმით, რამდენად არის გაწეული დახმარების შესაბამისი შედეგი, ეს საკითხი აშშ-მა უნდა განიხილოს. 

"ჩვენ საკმაოდ დიდი ფული ჩავდეთ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის პროცესებში და უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა ის თემა, თუ რამდენად შესაბამისად იხარჯება ეს ფინანსები, რამდენად ვიღებთ შესაბამის შედეგებს, იმ შედეგებს, რომელიც გვჭირდება. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნდა იქნას განხილული აშშ-ის მიერ", - განაცხადა იან კელიმ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

იან კელიმ ისაუბრა სანქციებზეც კონკრეტული პირების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, ვიზის გაცემის თვალსაზრისით, პრეცედენტები უკრაინასა და მოლდოვაში არსებობს. კერძოდ, მისი თქმით, ამერიკამ შეაჩერა ვიზების გაცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათი აზრით, დემოკრატიულ პროცესებს ხელს უშლიდნენ.

"აშშ-ს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია დახმარების შეჩერება. ვიზის გაცემის თვალსაზრისით. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენ გვქონდა მიზანმიმართული ღონისძიებები იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც ჩვენი აზრით, დემოკრატიულ პროცესებს უშლიდნენ ხელს. უკრაინაში გავაკეთეთ ეს ერთი ინდივიდის მიმართ და მოლდოვაში.

მე ვფიქრობ, რომ თუ გვექნება საკმარისი სამხილი, რომ საქართველოშიც არსებობს ცუდი აქტორი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიის განვითარებაზე, მაშინ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იგივე, მასთან მიმართებითაც, რათა მას არ შეეძლოს აშშ-ში ჩასვლა.

ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლიც შეიძლება იქნას გამოყენებული - არ ვამბობ, რომ უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ არსებობს ამის გამოყენების პრეცედენტები", - განაცხადა იან კელიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები