ირაკლი კობახიძე - იმ მახინჯი სურათით, რომელიც მათ შექმნეს მოკლე დროით, სასამართლოს შენობის გარეთ, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გუშინ საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი სურათი. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. უმრავლესობის ლიდერმა პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია და უგულავა, ორი ადამიანი, რომლებიც, თავის დროზე, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ გათავისუფლდნენ და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში. თუმცა, მათი ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმ მახინჯი სურათით, რომელიც მათ შექმნეს მოკლე დროით, სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ. 

ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას, ხალხს სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა მუდმივი პოლარიზაციის რეჟიმში, ძველ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ, რომ თავს მოახვიონ საზოგადოებას, თუმცა, ეს დღის წესრიგი აუცილებლად შეიცვლება და შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტია, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში,  რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ ქვეყნის და ხალხის წინაშე. სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების კუთხით ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები