ოთხი პარტია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიზნით ერთიანდება

ოთხი ოპოზიციური პარტია ახალ პოლიტიკურ კოალიციას ქმნის. საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები - ეს არის ორი ამოსავალი მიზანი, რომლის ირგვლივაც ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან. 

"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლებისათვის" ამჯერად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიზნით ერთიანდებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები ყველასთან მიმდინარეობს. 

"მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს ყველასთან. ცხადია, ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმდება საერთო გეგმაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „ნაციონალურ მოძრაობას“, რა თქმა უნდა, ექნება კამპანია „თავისუფლება მიშა სააკაშვილს“. ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისთანაც შევჯერდებით სწორ პოზიციაზე, ნებისმიერთან, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში სწრაფად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, იმიტომ, რომ,  ხელისუფლება არის მიტაცებული", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

შეთანხმების ტექსტს 4 ოპოზიციური პარტია ხელს ხვალ მოაწერს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები