პაატა სალია - ანგარიშებზე ერთი თეთრი არ იყო დარჩენილი, ძალიან დიდი დავალიანება იყო ბიუჯეტის წინაშე

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას წინაღმდეგ საქმეზე "რუსთავი 2"-ს  დირექტორი პაატა სალია დაიკითხა. 

საქმე ეხება ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორობის პერიოდს. მას ბრალდებად თანამშრომლებისათვის მაღალი პრემიების გაცემა ედება. 

როგორც სალიამ სხდომის შემდეგ განაცხადა, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიებას სავარაუდო დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაციის გამო მიმართა. 

"გამოძიებას მე მივმართე "რუსთავი 2" მისვლიდან ერთი კვირის თავზე, მას შემდეგ რაც ჩემთვის გახდა ცნობილი გარკვეული დეტალები,  ეს იყო ზოგადი ინფორმაცია. როდესაც მე მივედი, მეორე დღეს მივიყვანე მთავარ ბუღალტრად მარინა ოდიშელიძე, რომელსაც ვთხოვე გაერკვია,  ხომ არ იყო რაიმე დარღვევები. რადგან არ მომხდარა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება ჩემთვის, ფაქტობრივად, თავად გვიწევდა ყველაფერის გარკვევა. აღმოჩნდა, რომ ანგარიშებზე ერთი თეთრი არ იყო დარჩენილი, ძალიან დიდი დავალიანება იყო ბიუჯეტის წინაშე, შემცირებული იყო შემოსავლები და გაზრდილი იყო ხარჯები", - განაცხადა სალიამ. 

ამჯერად პაატა სალია სასამართლოს კითხვებს პასუხობდა. მომდევნო სხდომაზე მას კითხვებს ნიკა გვარამიას ადვოკატები დაუსვამენ.

საქმე უკვე დასკვნით ფაზაშია და მასზე განაჩენი მოსამართლემ 20 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები