ფრიდონ ინჯია - არ გრძნობთ უხერხულობას, როდესაც თქვენი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც ხელფასს უხდით, აწერენ ხელს ასეთ პეტიციას?

"ევროპელი სოციალისტების“ წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება.

წერილზე პროფესორ-მასწავლებლების ხელმოწერასთან დაკავშირებით კითხვით ინჯიამ განათლების მინისტრ ჩხენკელს მიმართა, რომელსაც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. 

"მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ დღეებში გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე. ეს არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოითხოვს პატიმარ სააკაშვილის გადარჩენას და გათავისუფლებას. ეს ხალხი არ მიიჩნევს, რომ ის იყო მკვლელი, მაწამებელი თუ რაც არის, ქურდი, საქართველოს მიწის გამსხვისებელი, ყაჩაღი, მოძალადე, რეკეტიორი, მრავალი სხვა…

ამ სიაში არის გარკვეული რაოდენობის ხალხი, თქვენი პროფესორ-მასწავლებლები, სადღაც 20%-ია, თქვენ არ გრძნობთ უხერხულობას, როდესაც თქვენი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც თქვენ ხელფასს უხდით, რომლებმაც უნდა ასწავლონ ჩვენს სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, ქვეყნის სიყვარული, პატიოსნება, ის იდეოლოგია, რაც სჭირდება ჩვენს  ქვეყანას გადარჩენისთვის, ისინი აწერენ ხელს ასეთ პეტიციას?“, - მიმართა ინჯიამ ჩხენკელს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები