კონსტანტინე გამსახურდია - უახლესი ისტორიის ამ ურცხვი გამყალბებლების საპასუხოდ ვდებ ზვიად გამსახურდიას ოფიციალურ მიმართვას შიდა ქართლის მოსახლეობისადმი

არ ეშვება ზვიად გამსახურდიას ევროპული ლიბერალური დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ზოგიერთი ეგზემპლარი - ვინც თავისი არსით ლენინელი იყო და რჩება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია წერს.

"თამარ ჩერგოლეიშვილმა, იგივე „ჩერგომ“ კვლავ გაისეირნა თავის საყვარელ კრემლისტურ-პროპაგანდისტულ მითოლოგიაში, რომლის მიხედვითაც ეთნიკური შეფერილობის პოლიტიკური კონფლიქტები „ზვიადის ბრალია.“ მე ოსმა ბებიამ გამზარდაო, წერს, მან ზვიადს ხმა მისცა, ზვიადმა კი მას და ყველა არაქართველს „ჩამოთრეულები“ უწოდაო. 

მოკლედ, არ ეშვება ზვიად გამსახურდიას ევროპული ლიბერალური დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ზოგიერთი ეგზემპლარი - ვინც თავისი არსით ლენინელი იყო და რჩება. ჯერ ერთი, სად უწოდა, დადოს ჩანაწერი. რას ქვია „უწოდა?“ ყბადაღებული „გრუზია ტოლკა დლია გრუზინ“ რომ ზვიადის ლოზუნგი არ არის, 100-ჯერ მაინც დავწერე მეც და ამ საკითხის სერიოზულმა მკვლევარებმაც. მეორეც არჩევნებიდან, (სადაც ბებიამისსაც მიუღია  მონაწილეობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი ადამიანი იქნებოდა) სულ 7 თვეში დაამხეს პრეზიდენტი მათ, ვისაც ერთხანს ბ-ნი გიგაც ემეგობრებოდა. დადოს ერთი მიმართვა მაინც ამ შინაარსისა ქ-მა თამარმა! მაგრამ რას დადებს. მითოსი ხომ აქვს სამაგიეროდ და თავადაც სავსეა ამ მითოსით. უახლესი ისტორიის ამ ურცხვი გამყალბებლების საპასუხოდ ვდებ საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელმწიფოებრივად გამართულ ოფიციალურ მიმართვას შიდა ქართლის მოსახლეობისადმი, რომლის ადრესატებიც არიან როგორც ოსები, ისე ქართველები:  

„ჩვენი ხალხისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენგანისთვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათამკვლელი დაპირისპირება ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს მთელს მსოფლიოს აღელვებს ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

მეორე პრობლემა ქალაქ ცხინვალის კანონიერი ხელისუფლების შექმნაა. არ იქნება დაშვებული ე.წ. საოლქო უკანონო სტრუქტურების არსებობა. ცხინვალი გადაიქცევა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ოსებისთვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ, ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, იმ პირობით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი, ქართველები და ოსები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ, გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის ტერიტორიაზე. 

ამჟამად, მთელს საქართველოში იქმნება ხელისუფლების ახალი სტრუქტურები - პრეფექტურა და მუნიციპალიტეტი, რომლებიც უნდა შეიქმნას ცხინვალშიც. ეს იხსნის ქალაქს ანარქიისგან, შიმშილისგან, კრიმინალური ელემენტების თარეშისგან. ცხინვალში უნდა დაინიშნოს პრეფექტი, რომელსაც ექნება როგორც ქართველების, ისე ოსი მოსახლეობის მხარდაჭერა. აგრეთვე უნდა ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები, სადაც არჩეული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ნდობით. ამოუდექით მხარში პარლამენტს ამ საქმეში! ეს საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა.

ეს აგრეთვე დაგვეხმარება სტიქიური ბლოკადის შედეგების დაძლევაში, რაც წარმოიშვა გაფიცვების, პროტესტების, არასტაბილური მდგომარეობის შედეგად, ტვირთის ტრანსპორტირების შეუძლებლობის, დივერსიების, ტერორისა და დამნაშავე ელემენტების თარეშის გამო. მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, რადგან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს. ზვიად გამსახურდია, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, თბილისი, 1991 წლის 4 მარტი.“ (მიმართვის დასასრული)

მეგობრებო, არავის არ დავანებოთ ჩვენი უახლესი ისტორიის გაყალბება!", - წერს კონსტანტინე გამსახურდია

უახლესი ამბები