მამუკა გამყრელიძე - როდესაც ასეთი მნიშვნელობის პერიოდში ხარ, არ შეიძლება იმაზე იმსჯელო, რომ ვიღაცამ პიჯაკები იყიდა

სრულიად ახალი რეალობა იქმნება მსოფლიოში, ახლა უნდა გადაწყდეს გაუძლებს თუ არა ნატო რუსეთის ზეწოლას და შეძლებს თუ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, ამ დროს ჩვენ ქვეყანაში განვიხილავთ საკითხს,  ვინ რამდენი პიჯაკი იყიდა, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპელი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა.   

მისი თქმით, რიგის მინისტერიალზე ნატოს განვითარებისა სრულიად ახალი კონცეფციის განხილვა დაიწყო.  

"ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. მნიშვნელოვანია მინისტერიალი, რომელივ დასრულდა გუშინ რიგაში. რეალურად,  ეს არის მზადება მადრიდის სამიტისათვის, რაც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს.  ეს,  ჩემი აზრით,  იქნება ისეთივე მნიშვნელობის სამიტი, რომელიც ბუქარესტში 2008 წელს ჩატარდა. აქ უნდა გადაწყდეს, ალბათ,  საბოლოდ საქართველოსა და უკრაინას მიიღებენ თუ არა ნატოში, შეძლებს თუ არა ნატო გაუძლოს რუსეთის ზეწოლას და გადადგას ნაბიჯები რეალურად აღმოსავლეთით  გაფართოების მიმართულებით.  რიგაში დაიწყო განხილვა იმ  კონცეფციის, რომელიც უნდა მიიღონ მადრიდში. სრულიად ახალი რეალობა იქმნება და  როდესაც ასეთი მნიშვნელობის პერიოდში ხარ, არ შეიძლება იმაზე იმსჯელო, რომ ვიღაცამ პიჯაკები იყიდა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები