გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას

რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ეუთო-ს 28-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეუთო-ს მინისტერიალი სახიფათო დროს ტარდება. ჩვენ ვსაუბრობთ კონსენსუსზე ამ ორგანიზაციაში და იმაზე, რამდენად საჭიროა მისი შენარჩუნება. სასარგებლო იქნება ვთქვათ კონსენსუსი რაზე და ვის შორის. კონსენსუსის ერთ მხარეს, რუსეთის საჯარისო ნაწილები გროვდება უკრაინის საზღვართან და რთულდება უკვე არსებული დაძაბულობა. რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას. 

სამოქალაქო სივრცეები მცირდება თავად რუსეთშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელ აგენტებად გამოაცხადეს, თავისუფალი მედია გააჩუმეს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და რელიგიური ჯგუფები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადეს. ამას აკეთებს ეუთო-ს წევრი ქვეყანა. მომიტევეთ ოპტიმიზმის ნაკლებობა, რომ შესაძლებელი კონსენსუსის ნახვა ამ განსხვავებულ მიდგომებს შორის“ – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები