ნიკა მელია - დავასამარო ჩემი მეგობრების და თანამებრძოლების იმედი, რომ რეჟიმი შეიცვალოს?

არის ჯგუფი, "ნაციონალურ მოძრაობაში", რომელსაც უნდოდა, რომ მესამე დღეს გამეტეხა ციხე, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხისტი ნაბიჯებით, რასაც მისგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი ითხოვდა ვერც მიხეილ სააკააშვილს დაეხმარებოდა და საპროტესტო მოძრაობასაც დაასამარებდა.

"ნაციონალური მოძრაობის" მცირე ნაწილი, რომელიც  მე მთხოვდა ერთ დღეში გამეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი და ამ მცდელობაში მისი უსაფრთხოება დიდი  საფრთხის ქვეშ დამეყენებინა და საპროტესტო მოძრაობა მრავალი თვით, როგორც მინიმუმ,  დამესამარებინა.  ამას არასდროს გავაკეთებ და გაუაზრებელ ნაბიჯს არ გადავდგამ, იმიტომ რომ მაქვს პასუხისმგებლობა. დავასამარო ჩემი მეგობრების და თანამებრძოლების იმედი, რომ რეჟიმი შეიცვალოს?  ჩემს არაცივი გონებით გადადგმულ ნაბუჯს აუცილებლად მოყვებოდა ეს შედეგი. არის ჯგუფი, რომელსაც უნდოდა, რომ მესამე დღეს გამეტეხა ციხე" -  განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.  

კითვაზე ბრძოლა პარლამენტს შიგნით თუ პარლამენტს ბრძოლა გარეთ მელია პასუხობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის  მხარდაჭერით უნდა აიძულონ "ოცნება", დათმომებზე წავიდეს.  

"ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი გვაქვს ჩვენ შესასრულებელი, არ არის ეს უმნიშვნელო, შეიძლება ვინმეს ყურს ჭრიდეს, რა დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, მაგრამ არა - მნიშვნელოვანია. ეს  არის ერთ-ერთი გზა მიხეილ სააკაშვილის დახსნის. "ქართული ოცნება" თუ ამ ცვლილებებს  არ მიიღებს უახლოეს პერიოდში ჩვენ ოპოზიცია, პარლამენტში ვინც ვართ, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. იქნება სხვა პლატფორმა, საიდანაც საპროტესტო მოძრაობაც დაიწყება", - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, შემთხვევითი არ იყო დღეს აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება.   

"ქალბატონი კელი დეგნანის  დღევანდელი განცხადება შემთხვევითი კი არ იყო,  ტირანია რომ ახსენა, ამ საკითხზე გააკრიტიკა ბატონმა კობახიძემ. ტირანია ნიშნავს რეჟიმს, რომელიც გამოირჩევა სისასტიკით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებები მივაღებინოთ და ვადამდელი არჩევნები იქნება, მჯერა", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები