გოგი წულაია - ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის, ყველა ამოიცნობს თავის თავს ამ ფინიაში

"ახალი ქრიასტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან "ფინია ძაღლი" მიიტანა.

როგორც მან აღნიშნა, საკრებულოში სწორედ ასეთი ფინიები ჰყავთ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მონობისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"ამით ვეუბნები ადამიანებს, თორემ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით - "დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და ბიძინისა მედგას უღელი". ამ შეგნებით არიან ახლა აქ და ყველაფერს აკეთებენ ბიძინას მონობისთვის. მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოებში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ და ასეთი ხელისუფლება უარეს სიტუაციაში შეიყვანს ამ ქალაქს, ვიდრე არის და ამაში დამნაშავე იქნებით ადამიანებო თქვენ, ვინც იზარმაცეთ და ხმა მიეცით "ქართულ ოცნებას". ყველამ სარკეში ჩაიხედოს და ყველა ამოიცნობს თავის თავს ამ ფინიაში, ვინც დაკვეთას ასრულებს ცენტრალური ხელისუფლებისას", - განაცხადა გოგი წულაიამ. 

ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომა დღეს თვითმმართველ ქალაქებში 12:00 საათზე გაიმართება. ქუთაისის საკრებულო 35 წევრისაგან შედგება, საიდანაც 18 წევრი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, 17 კი ოპოზიციას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები