რეზო ხარაზი - საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ჩვენ კანდიდატს წარვადგენთ

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო დღეს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის შენობაში შეიკრიბება, რადგან საკრებულოს დარბაზი რესტავრაციას საჭიროებს.  

ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გარდაცვალობის გამო 34 წევრი დარჩა, 16  წარმოადგენს "ქართულ ოცნებას", 14 წევრი ყავს "ნაციონალური მოძრაობას", 1 - "ლელო". 2 წევრი წარმოადგენს გახარიას პარტიას, ხოლო 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელმაც გახარიას პარტია დატოვა. 

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, სწორედ მისი იმედი აქვს "ქართულ ოცნებას", თუმცა შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" თავისი კანდიდატების დამტკიცებას, ძნელი სათქმელია, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მათაც ეყოლებათ კანდიდატურა.

"საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ჩვენ კანდიდატს წარვადგენთ, თუმცა ამ საზოგადოებაში ყველაფერს ეკარგება აზრი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს თავისი უზურპატორული ქსელებით დაამყაროს დიქტატურა, იმ  საკრებულოსაც ეკარგება აზრი, სადაც ადამიანს კლავენ და პასუხს არავინ გვცემს.  მე დღეს საკრებულოში მივდივარ იმისათვის, რომ იქედან კიდევ ერთხელ შემოვუძახო საგამოძიებო ორგანოებს და მოვითხოვო ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიება. ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ რეალობას,  რა რეალობაც გვაქვს დღეს", - განაცხადა საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რეზო ხარაზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები