რეინფიცირების შემთხვევები იზრდება, ვაქცინირებულებში „ომიკრონი“ მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს - სამხრეთ აფრიკიდან მეცნიერები ახალ მონაცემებს ასაჯაროებენ

სამხრეთ აფრიკაში რეინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა „ომიკრონი“ ნაკლებად ერჩის მათ, ვინც ვაქცინირებულია ან ინფექცია გადაიტანა - „როიტერსის“ ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთ პირებს „ომიკრონით“ დაავადების შემთვევაში  მსუბუქი სიმპტომები აქვთ.
ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში დომინანტური გახდა და „დელტა“ გადაფარა. შემთხვევების რაოდენობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. 

"წინა შტამებისგან დატოვებული იმუნიტეტი ადამიანს „დელტას“ წინააღმდეგ  იცავდა, თუმცა „ომიკრონის“ შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია" , - განაცხადა სამხრეთ აფრიკის გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მიკრობიოლოგმა ანა ფონ გოტბერგმა. 

როგორც მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი დაკვირვებით, ვაქცინირებულ ადამიანებში „ომიკრონი“ მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს.

გოტბერგის თქმით, ავიამიმოსვლის აკრძალვამ ბევრ ქვეყანასთან, „ომიკრონთან“ დაკავშირებულ  მეცნიერულ კვლევებს ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა. 

"ძალიან ცოტა ავიარეისია, რომლითაც ქვეყანაში რეაგენტების და სხვა საჭირო ნივთების შემოტანა შეგვიძლია, ამასთან, ვერ ვგზავნით ნიმუშებსაც", - აღნიშნა მიკრობიოლოგმა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, აფრიკის ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა. მათი ცნობით, ხუთ ქვეყანაში - მათ შორის სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობის 40 %-ზე მეტია უკვე აცრილი, თუმცა ჯანმოში აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ტემპმა კიდევ უნდა მოიმატოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები