კელი დეგნანი - პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. ელჩის თქმით, კობახიძის ცოდნას პატივს სცემს, თუმცა კონსტიტუციურ სამართალში გამოცდილება და განათლება თავადაც აქვს.

"პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას. ასევე, სხვა ბევრი  კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს. ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში. მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში, დავხმარებივარ, გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციების შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ.

თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და მაგალითზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო. ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ დაბალი ბარიერი არჩევნებზე იქნებოდა სასარგებლო, ეს დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, როდესაც 1%-იანი ბარიერის შედეგად პარლამენტში აღმოჩნდა 9 პარტია. ეს შეფასდა, როგორც დადებით განვითარებად და მათ შორის ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტიაც. ამის შემდგომ კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება ამ დროისათვის. ამაზე საუბარი იყო 2019 წელსაც და ეს არ მოხდა, თუმცა შემდგომში მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება.

ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის, რამაც უნდა შეიყვანოს პარლამენტში უფრო მეტი პარტია, მეტი მრავალფეროვნება და რაც მთავარია, მეტი ხმა და პოზიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე ეს იქნება საუკეთესო გზა", - განაცხადა კელი დეგნანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები