ახალი საკრებულოების პირველი სხდომები ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე გაიმართა

დღეს დაპირისპირების ეპიცენტრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში იყო, სადაც პროცესები მთელი დღის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ბათუმისა და ზუგდიდის მსგავსად, სადაც  საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს რუსთავში. 

რუსთავის  35-კაციან საკრებულოში "ქართული ოცნება“ 16 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 16 მანდატი აქვს "ნაცმოძრაობას“ და სამი - პარტია "საქართველოსთვის“.  გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდა.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა კი მას შემდეგ დაიხურა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის ნერიმან ცინცაძის განმარტებით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იმის გამო შეწყდა, რომ კვორუმი არ შედგა. ამასთანავე, დეპუტატმა განაცხადა, რომ თუ საკრებულოს რამდენიმე სხდომა ზედიზედ ვერ გაიმართება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ისინი "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ აპირებენ და ახალი მოწვევის საკრებულოში უფლებამოსილება მხოლოდ იმის გამო სცნეს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეჩერებულიყო. 

ანალოგიურად განვითარდა პროცესები ზუგდიდში, სადაც საკრებულოს ლეგიტიმაციის ცნობის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობაზე, უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ პარტიიდან არჩეულმა საკრებულოს წევრებმა. სხდომა დატოვა 25 წევრმა და კვორუმის არარსებობის გამო, თავმჯდომარის არჩევა ერთი კვირით გადაიდო. 

ზუგდიდის გარდა სამეგრელოს კიდევ სამ მუნიციპალიტეტში -  სენაკში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს.  უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარტია „საქართველოდან“, სხდომა დატოვეს. ვინაიდან, ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არც ერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა და სხდომაზე დარჩენილი „ქართული ოცნება“ კვორუმს ვერ აგროვებდა, სხდომები ერთი კვირით გადაიდო.

საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა დმანისში. დმანისში საკრებულოს სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი ესწრებოდა,  კვორუმისთვის კი, 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო. დმანისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წევრი ყავს, ერთი პარტია „პროგრესს“ , ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.  საკრებულოს მორიგი სხდომა 10 დღის ვადაში უნდა ჩაინიშნოს.

ფოთისა და  ოზურგეთის საკრებულოებში ხმაურის და დაპირისპირების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ შეძლო საკრებულოების თავმჯდომარეების დამტკიცება. ოზურგეთში საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავეს, რომელიც პოლიციაში მოულოდნელად შეუძლიოდ გახდა. 
მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადაწყდა ძალთა ბალანსი გორის, ქუთაისის, თელავის და ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც "ქართულმა ოცნებამ" როგორც  საკრებულოს თავმჯდომარეების,  ასევე მოადგილეების არჩევა მოახერხა.

დღეს ახალი მოწვევის საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში შეიკრიბა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები