ეკატერინე ტიკარაძე - რეგიონებისათვის გვაქვს დამუშავებული გარკვეული ხედვა, რომელიც გულისხმობს აუცილებელი სერვისების მიწოდებას

რეგიონებისათვის გვაქვს დამუშავებული გარკვეული ხედვა, რომელიც გულისხმობს აუცილებელი სერვისების მიწოდებას - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, გეგმის დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. 

"შემდეგ კვირაში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა სექტორთან, სადაც დეტალურად გავაჟღერებთ სელექტიური კონტრაქტირების პროგრამას და პროექტს, რომელიც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა საქართველოს ჯანდაცვაში. ასევე რეგიონებისათვის გვაქვს დამუშავებული გარკვეული ხედვა, რომელიც, თავის მხრივ,  გულისხმობს იმ აუცილებელი სერვისების მიწოდებას პოპულაციისთვის,  მათი პოპულაციული რაოდენობისა და ავადობის მაჩვენებლების ჭრილში.  ამასთან ერთად დაგეგმილია რეგიონების კუთხით, მას შემდეგ რაც განისაზღვრება ყველა ის  საჭირო სერვისი, რომელიც რეგიონში უნდა იქნეს მიწოდებული, ექიმებისა და რეზიდენტების პროფესიული წახალისება. 

ასევე გვაქვს მკვეთრი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დეფიციტი არსებობს ექიმების პროფესიების მიხედვით საქართველოში, ვგეგმავთ ჩვენი რეზიდენტები წავახალისოთ იმ პროფესიებში, რომელიც არის დაბერებადი ან დეფიციტური პროფესიები, რაც ეტაპობრივად მოახდებს ამ პრობლემის აღმოფხვრას. 

ეს შედარებით ხანგრძლივი პროცესია და მას ვერ დაველოდებით, ამიტომ ჰოლდინგის ფარგლებში, რომლის დაქვემდებარებაში არის 27 რეგიონული კლინიკა, გეგმაში გვაქვს, ჰოლდინგის ექიმების ცირკულაცია მოხდეს საქართველოს რეგიონებში, რთა ჩვენს მოქალაქეებს დროულად მივაწოდოთ ყველა  საჭირო სერვისი", - განაცხადა ტიკარაძემ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები